პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამები
ხე-ტყის დამზადება

- პროგრამის მიზანი:
პროფესიული მომზადების პროგრამის „ხე-ტყის დამზადება“ მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ტყეში ხე-ტყის დამზადების სამუშაოების ორგანიზებას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სამუშაო იარაღებისა და აღჭურვილობის მოვლას და გამოყენებას, ხის ჭრის პროცესის მომზადებას, ხის უსაფრთხოდ მოჭრას და მოჭრილი ხის გაწმენდას, დამზადებული ხე-ტყის დახარისხებას და ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსებას, დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვას და სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთას, სამოქმედო ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის შერჩევას.
- პროგრამის ხანგრძლივობა – 8 კვირა
- დაშვების წინაპირობა – საშუალო
- აპლიკანტთა შერჩევი ფორმა – გასაუბრება
- დასაქმების შესაძლებლობები:
პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა და უნარები, გაიაროს საწარმოო პრაქტიკა და დასაქმდეს გარემოსდაცვითი მიმართულებით.
- 6. სწავლის შედეგები:
- უსაფრთხოების წესების დაცვით სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება,
- სამუშაოს ორგანიზება ხე-ტყის დამზადებისას;
- ხის ჭრის პროცესის მომზადება;
- ხის მოჭრა და მოჭრილი ხის გაწმენდა;
- დამზადებული ხე-ტყის დახარისხება და ჭრის ნარჩენების განთავსება;
- დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვა და სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა;
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრმის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 07 „ოქტომბრის N1284738 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამა:
ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, ჰიდროელექტროსადგურების მოთხოვნების გათვალისწინებით, მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელიც მიიღებს ცოდნას და გამოუმუშავდება პრაქტიკული უნარები. კერძოდ მსმენელები გაეცნობიან ელექტრო ენერგეტიკულ სისტემებს, ჰიდროელექტროსადგურების მუშაობას, შეძლებენ ჰესზე მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიდრავლიკური კონსტრუქციებისა და ჰიდრომექანიკური აღჭურვილობის და ელექტრომოწყობილობის განსაზღვრას, ჰესზე ოპერირებას.
პროგრამის ხანგრძლივობა – 28 კვირა
დაშვების წინაპირობა – საბაზო
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
დასაქმების შესაძლებლობები: 07 – ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (ფართო სფერო)
სწავლის შედეგები:
- ელექტროენერგეტიკული სისტემის მიმოხილვა
- ჰიდროელექტროსადგურების მუშაობის კონცეფციის აღწერა
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა ჰესზე მუშაობისას
- სხვადასხვა ტიპის ჰესებისა და ჰიდროტურბინების აღწერა, მათი გამოყენება
- ჰიდრავლიკური კონსტრუქციებისა და ჰიდრომექანიკური აღჭურვილობის და ელექტრომოწყობილობის მიმოხილვა
- ჰესზე დამხმარე სისტემების აღწერა
- ჰესის ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება, ჰესზე საოპერაციო საგანგებო სიტუაციების მართვა
- რბილი უნარების განვითარება
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N1243825 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გავრცელებული დაავადებების ამოცნობა და მათი მართვა
პროგრამის მიზანი: პროფესიული გადამზადების პროგრამის „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გავრცელებული დაავადებების ამოცნობა და მათი მართვა“ მიზანია კვალიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისათვის, რომელსაც შეუძლია: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების პრევენცია, იდენტიფიცირებას და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების მართვაში და მკურნალობაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად.
პროგრამის ხანგრძლივობა – 8 კვირა
დაშვების წინაპირობა – სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
დასაქმების შესაძლებლობები: 08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
სწავლის შედეგები:
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების აღწერა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების იდენტიფიცირება
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების პრევენცია
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების მართვა
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01ოქტომბრის N1243820 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნორმირებული კვება
პროგრამის მიზანი: პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია მეცხოველეობის სფეროში კვალიფიციური პირების გადამზადება და მიწოდება შრომის ბაზრისთვის, რომლებიც შეძლებენ: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნორმირებული კვებას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების სახეობების შეფასებას ხარისხის და უვნებლობის მიხედვით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნორმირებული კვებას მიმართულებების და რაციონის მიხედვით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენებას.
პროგრამის ხანგრძლივობა – 8 კვირა
დაშვების წინაპირობა – სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
დასაქმების შესაძლებლობები: 08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
სწავლის შედეგები:
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების აღწერა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მომნელებელი სისტემის აღწერა
- ხარისხის და უვნებლობის მიხედვით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების სახეობების შეფასება
- მიმართულებების და რაციონის მიხედვით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნორმირებული კვება
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების დაცვა
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N1243823 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის მართვა
პროგრამის მიზანი: პროფესიული გადამზადების პროგრამის „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის მართვა“ მიზანია მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული პირების გადამზადება და კვალიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ფერმერული მეურნეობის მართვა მოწყობის ძირითადი პრინციპების და ფერმერული მეურნეობის დადგენილი სააღრიცხვო საქმიანობის წარმართვით, ფერმერული მეურნეობის ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხების და ფერმერული მეურნეობის მარაგების მართვა, საქმიანი ურთიერთობების დამყარება სახლმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან, შრომითი ურთიერთობების, სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენებით.
პროგრამის ხანგრძლივობა – 8 კვირა
დაშვების წინაპირობა – სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
დასაქმების შესაძლებლობები: 08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
სწავლის შედეგები:
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის მოწყობის ძირითადი პრინციპების აღწერა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის სააღრიცხვო საქმიანობა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხების მართვა
- ფერმერული მეურნეობის მარაგების მართვა
- ფერმერული მეურნეობის საქმიანი ურთიერთობები ოფიციალურ სტრუქტურებთან
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N1243838 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება
პროგრამის მიზანი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული პირების გადამზადება და კვალიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისთვის, რომლებიც ეძლებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებას უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესების შესაბამისად; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო ინვენტარისა და იარაღის გამოყენებას და მოვლა-შენახვას ინსტრუქციების მიხედვით; თანამედროვე ტექნიკისა და მეთოდების გამოყენებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაკეობის დიაგნოსტიკას და კონტროლს, თანამედროვე სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად.
პროგრამის ხანგრძლივობა – 8 კვირა
დაშვების წინაპირობა – სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
დასაქმების შესაძლებლობები: 08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
სწავლის შედეგები:
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების და ბიოლოგიური თავისებურებების აღწერა
- ხელოვნური განაყოფიერების გზით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამრავლების მნიშვნელობის აღწერა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების ინვენტარის და მასალების შერჩევა მოვლა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის წარმართვა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაკეობის დიაგნოსტიკა და კონტროლი
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N1245694 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის პირველადი დამუშავება
პროგრამის მიზანი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული პირების გადამზადება და კვალიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისთვის, რომლებიც ეძლებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებას უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესების შესაბამისად; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო ინვენტარისა და იარაღის გამოყენებას და მოვლა-შენახვას ინსტრუქციების მიხედვით; თანამედროვე ტექნიკისა და მეთოდების გამოყენებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაკეობის დიაგნოსტიკას და კონტროლს, თანამედროვე სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად.
პროგრამის ხანგრძლივობა – 8 კვირა
დაშვების წინაპირობა – სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
დასაქმების შესაძლებლობები: 08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
სწავლის შედეგები:
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის ხარისხზე მოვლის და კვების ზეგავლენის აღწერა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრანსპორტირება
- ხორცის პირველადი დამუშავებისას უვნებლობის და სამუშაო გარემოს მოწყობის პრინციპების დაცვა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის შემდგომი ხორცის დამუშავება
- სასაკლაოს რეცხვა-დეზინფექციის გენერალური პროცედურების განხორციელება
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N1243842 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს პროგრამა:
მეცხოველეობა-მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვა
პროგრამის მიზანი: „მეცხოველეობა-მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვა“ – პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მეცხოველეობის სფეროსთვის კველიფიციური პირების მომზადება და მიწოდება შრომის ბაზრისთვის, რომლებიც შეძლებენ: მოუარონ, გამოკვებონ და შეაჯვარონ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მრპ) სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი მეთოდებით; დაეხმარონ, რათა შეუნარჩუნონ მათ ჯანმრთელობა და მოამზადონ მოკვდინებისთვის. პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ, რეგულარულად შეამოწმონ ცხოველების ჯანმრთელობა და მიიღონ ზომები მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ცხოველების კეთილდღეობის დაცვით.
პროგრამის ხანგრძლივობა – 36 კვირა
დაშვების წინაპირობა – საშუალო განათლება
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
დასაქმების შესაძლებლობები: 08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
სწავლის შედეგები:
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომის მოწყობა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვება
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მეთვალყურეობა ესტრუსის ციკლიდან მშობიარობამდე
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება ხორცის წარმოების მიზნით
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების ამოცნობა და მართვა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება
- მინდვრის და საძოვრების მართვა
- საკვების შენახვა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელის გამოყენება






