საახალწლო არდადეგები!
გაცნობებთ რომ 2025 წლის 23 დეკემბრიდან 2026 წლის 12 იანვრამდე კოლეჯში გამოცხადდა საახალწლო არდადეგები.გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ დასვენებას!
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 3 ახალი პროგრამა!

კოლეჯმა, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მოიპოვა პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსება. ეს პროგრამებია: „მეცხოველეობა- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვა“ (მომზადების პროგრამა- ხანგრძლივობა 12 თვე) „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნორმირებული კვება“ (გადამზადების პროგრამა ხანგრძლივობა 2 თვე) ,,მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გავრცელებული დაავადებების ამოცნობა და მათი მართვა“ (გადამზადების პროგრამა-ხანგრძლივობა 2 თვე) აღნიშნულ პროგრამებზე 7 ოქტომბრიდან დაიწყო რეგისტრაცია და გაგრძელდება […]
კოლეჯს გადაეცა ახალი სატრანსპორტო საშუალება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან პარტნიორობით, კოლეჯი ,,ერქვანი” ახორციელებს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამას ,,ხე-ტყის დამზადება”. კოლეჯი განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას სატყეო სექტორის განვითარებაში, რისთვისაც დაიწყო ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „სატყეო საქმე“ ავტორიზაციის გზით დამატების პროცედურები, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, დაეუფლონ თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს ტყის მართვის სფეროში. პროგრამის წარმატებული განხორციელებისთვის, […]
კოლეჯი „ერქვანი“, კომპანია „ბლაუენშტაინთან“ ერთად, მეცხოველეობის მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი და საქართველოში ავტორიზებული პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების განხორციელებას იწყებს.

რაჭაში, კოლეჯ „ერქვანში“ მხარეებს შორის ოთხმხრივი მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე-ქრისტინა კობახიძე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი პროფესიული უნარების სააგენტოსა და ადგილობრივი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
ყურადღება!

კოლეჯში, 2025 წლის 1️⃣8️⃣ ივნისს დაიწყო რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვლიანი ტრაქტორის ოპერატორი” ( T კატეგორია)
სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად კოლეჯში

კოლეჯს, 2025 წლის 22 მაისს, სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებები სტუმრობდნენ.
მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე: ,,ხე – ტყის დამზადება”

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2025 წლის 12 ივნისის ჩათვლით.
ახალგაზრდული კლუბის აქტივობა!

კოლეჯის ახალგაზრდული კლუბის ორგანიზებით, კოლეჯში გაიართა: შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში და ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის?
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა – ,,ბუღალტრულ აღრიცხვაზე” დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული, პროფესიული ტესტირება – რაოდენობრივ წიგნიერებაში ჩატარდება 2025 წლის 1 ივნისს!
2025 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში გამოცხადებული რეგისტრაცია – პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 20 მაისს დასრულდა. აპლიკანტებს ვუსურვებთ წარმატებებს!