ტესტები, რომლებიც საკუთარი თავის შეცნობაში და პროფესიის არჩევაში დაგეხმარება:
პროფესიის განმსაზღვრელი ტესტების ნიმუშები
სხვადასხვა უნარების საკვლევი ტესტები:
ამოწმებს სივრცითი უნარის განსხვავებულ ასპექტებს.შემოთავაზებული ტესტის სტრუქტურა მარტივია, ტესტური დავალებები კი განსხვავებული: ზოგი მათგანი მოითხოვს სიბრტყეზე მოცემული ფიგურის (ფიგურის შლილის) დაკავშირებას შესაბამის სამგანზომილებიან ფიგურასთან, ზოგი – ობიექტების ვიზუალიზაციას (აღქმასა და წარმოდგენას) სხვადასხვა კუთხიდან ან ხედიდან; ტესტში ასევე შესულია დავალებები, რომლებიც რუკის წაკითხვასა და სივრცეში ორიენტაციას მოითხოვს.
საკანცელარიო უნარების ტესტი (PDF)
ამოწმებს იმ ძირითად საკანცელარიო უნარ-ჩვევებს და შესაძლებლობებს, რომლებიც ინდივიდებს მოეთხოვებათ სამუშაოთა გარკევული ჯგუფის წარმატებით შესასრულებლად. ტესტი შემდეგ სამ ქვეტესტს მოიცავს: დოკუმენტაციაზე სწრაფად და აკურატულად მუშაობის უნარს; დაგეგმვის, პრიორიტეტების მინიჭებისა, ინფორმაციის მოწესრიგებისა და დაარქივების უნარს; არითმეტიკის, მათემატიკის საბაზო ცოდნა/გამოყენების უნარს.
საბაზო ცოდნის შესამოწმებელი ტესტი (PDF)
ამოწმებს ქართული ენის ცოდნასა და მხატვრული ტექსტების გაგებისა და გააზრების უნარს. ასევე მოწმდება საგნობრივი პროგრამების – მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ხელოვნებისა და არჩევითი უცხო ენის ცოდნისა და ამ ცოდნის გამოყენების უნარი.
საბაზო აკადემიური უნარების ტესტი (PDF)
მინიმალური კომპეტენციის ტესტია. მისი მიზანია, გამოავლინოს გამოსაცდელები, რომლებსაც საშუალო განათლების საბაზო საფეხურის გავლის შემდეგ უკეთ აქვთ განვითარებული : ვერბალური მასალის აღქმისა და გააზრების უნარი; ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. რაოდენობრივი ინფორმაციის დამუშავების ელემენტარული პრინციპების ცოდნისა და მათი გამოყენების უნარი; შესაბამისად, ტესტი შედგება სამი ნაწილისაგან: ენობრივი კომპეტენცია, ლოგიკა და რაოდენობრივი აზროვნება.
მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი (PDF)
აფასებს მექანიკური პრინციპების გამოყენების, მექანიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარს ანუ ე. წ. მექანიკური ინფორმაციის გამოყენების უნარს პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვეულებრივ, მექნიკური უნარების ტესტები ფართოდ გამოიყენება პროფესიული ორიენტაციისა და სახელობო პროფესიებისათვის პერსონალის შერჩევის დროს; ეს ტესტები მოიცავს ისეთ დავალებებსაც, რომლებიც აფასებს სივრცითი ვიზუალიზაციისა და რაოდენობრივ (მათემატიკურ) უნარებს. შესაბამისად, ტესტი ორი ნაწილისაგან შედგება და აფასებს:
1) მექანიკურ უნარებს
2) სივრცით უნარებს