ჩვენი მისია
ჩვენი მისია
შრომის ბაზრის გაზრდილი და სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად, ბენეფიციარებს, ასაკის შეუზღუდავად, კოლეჯის მრავალპროფილურობისა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ პროფესიას, შეიცვალონ პროფესია ან აიმაღლონ კვალიფიკაცია პრინციპით „პროფესიული განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში“. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას, რეგიონში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას და ახალგაზრდებისთვის პროფესიული პერსპექტივების შექმნას, ამ გზით ვამცირებთ მიგრაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ვზრდით სოციალური სტაბილურობის ხარისხს და ვახორციელებთ სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად.
ორგანიზაცის ხედვა
კოლეჯი, როგორც რეგიონში ლიდერი მრავალპროფილური და ინოვაციური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების, პრაქტიკული უნარებისა და სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობებით ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალებს: სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ტურიზმის, მომსახურების, ბიზნეს – ადმინისტრირების, ინფორმაციის და კომუნიკაციების ტექნოლოგიების, ხელოვნების და ჯანდაცვის სფეროში, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას და სოციალური პასუხისმგებლობით ხელს უწყობს მიგრაციის შემცირებასა და საზოგადოების მდგრად განვითარებას.
ღირებულებები:
- სწავლის ხელმისაწვდომობა; 2. მუდმივი განვითარება; 3. ინოვაციურობა; 4. პროფესიული განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში; 5. მაღალი ხარისხი და შრომის ბაზარზე ორიენტაცია; 6. გუნდურობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა; 7. კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა; 8. სოციალური პასუხისმგებლობა; 9. ინკლუზიურობა და თანასწორი ხელმისაწვდომობა; 10. ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია.
ორგანიზაცია მიზნის მისაღწევად
- ნერგავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული მომზადების პროგრამებს, პროფესიული გადამზადების პროგრამებს და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებს;
- ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებს, ასევე ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
- უზრუნველყოფს კოლეჯში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით;
- ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
- ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
- ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო- სამეწარმეო პარტნიორობას;
- ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
- ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
- იკვლევს რეგიონის შრომის ბაზარს და განსაზღვრავს მოთხოვნად პროფესიებს;
- თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
- ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
- სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში ხელს უწყობს დამსაქმებლების ჩართულობას;
- ნერგავს და კომპეტენციის ფარგლებში ავითარებს სასწავლო პროგრამებს;
- ხელს უწყობს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას;
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.