ქ. ამბროლაურში, 1981 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი. სხვადასხვა პერიოდის რეფორმების შედეგად რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, ფუნქცია და მდებარეობა:
ამბროლაურის №147 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
ამბროლაურის №156 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
ამბროლაურის №156 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.
ამბროლაურის №156 სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.
ამბროლაურის პროფესიული სასწავლებელი.
ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრი.
სსიპ პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“.
სსიპ კოლეჯი „ერქვანი“.
2018 წლის 20 სექტემბრის „საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“, შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, შეიცვალა წესდება (2019 წლის 19 ივნისი) და ჩამოყალიბდა სსიპ კოლეჯი „ერქვანი“, როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
აღნიშნული სასწავლებელი განთავსებული იყო მისთვის სპეციალურად აშენებულ იმ დროისთვის თანამედროვე შენობა ნაგებობაში, შესაბამისად ფლობდა საკმაოდ კარგ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ და იმ დროისთვის დამახასიათებელმა მოვლენებმა, თითქმის მთლიანად გაანადგურა აღნიშნული ბაზა. 1991 წლიდან სასწავლებელმა ფუნქციონირება გააგრძელა ამბროლაურის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ტერიტორიაზე გურგენიძის ქ. №10-ში (აღნიშნული ტექნიკუმი გაუქმდა 1989 წელს).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011 წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის სექტემბერში დასრულდა ახალი თანამედროვე ტიპის სასწავლო კორპუსის მშენებლობა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქ. N10-ში.
2020 წლის ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდა სასწავლო-სახელოსნოების მშენებლობა გურგენიძის ქ. №10-ში. შრომის ბაზრის მოთხოვნის და დასაქმების სფეროების შესაბამისად სასწავლებელი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მომზადება/გადამზადების პროგრამებს. ასევე ახორციელებდა მოკლევადიან მომზადება/გადამზადების კურსებს UNDP-ის და USAID-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით სხვადასხვა სფეროებში და პროფესიებში: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტურიზმი, ხელოვნება და სხვა.