სსიპ კოლეჯ „ერქვანს“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 30 ივლისის N144, 2021 წლის 17 ივნისის N584941 და 2021 წლის 17 ივნისის N584943 გადაწყვეტილებებით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
- ელექტროობა
- ბუღალტრული აღრიცხვა
- ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
- თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი
- იატაკისა და ფილის სამუშაოები
ელექტროობა (კოოპერაციული)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში/Basic vocational Qualification in Electricity
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
აპლიკანტთა შერჩევი ფორმა: მოტივაციური გასაუბრება
პროგრამის მოცულობა: ელექტროობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტა ჯამური რაოდენობა:
- ქართულენოვანი ჯგუფებისათვის 52 კრედიტი /1300 სთ /
- არაქარქართულენოვანი ჯგუფებისათვის 67 კრედიტი /1675 სთ /
პროგრამის ხანგრძლივობა:
- ქართულენოვანი ჯგუფებისათვის 41 კვირა (10 თვე)
- არაქარქართულენოვანი ჯგუფებისათვის 61 კვირა (14 თვე)
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
ელექტროობის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად.
დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს:
- ელექტრიკოსი
- ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟე
- შენობის ელექტრიკოსი
- მომმარაგებელ-ელექტრიკოსი
- ელექტრო-მექანიკოსი
- ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟე
- განათების სისტემების მემონტაჟე
- ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟე
- დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟე
- ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟე
- ასფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟე
- მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟე
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება დაბალი ძაბვის ელექტროობაში.
სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
- გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება;
- გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები;
- დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში;
- მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით;
- გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები;
- წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით.
- შექმნას და წარადგინოს პროექტი.
ბუღალტრული აღრიცხვა (იმიტირებული)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სრული ზოგადი განათლება
აპლიკანტთა შერჩევი ფორმა
NAEC-ის ტესტი (რაოდენობრივი წიგნიერება)
პროგრამის მოცულობა: ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტა ჯამური რაოდენობა:
- ქართულენოვანებისათვის კრედიტთა ჯამური რაოდენობა არის 99 კრედიტი /2475 სთ/
- არაქართულენოვანებისათვის 129კრედიტი/3225 სთ/
პროგრამის ხანგრძლივობა
- ქართულენოვანებისათვის 79 კვირა (20 თვე)
- არაქარქართულენოვანი 99 კვირა (25 თვე)
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში
მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კვალიფიციური ბუღალტერის მომზადება, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.
სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
- შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა
- შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები)
- აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები
- შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები
- მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება
- აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით
- აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე
- აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა
- შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.სსიპ კოლეჯი „ერქვანი“ აპირებს ავტორიზაციის გზით დაიმატოს და გამოაცხადოს 2019 წლის საშემოდგომო მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა (იმიტირებული)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
აპლიკანტთა შერჩევი ფორმა: მოტივაციური გასაუბრება
პროგრამის მოცულობა: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტა ჯამური რაოდენობა:
- ქართულენოვანებისათვის არის 61 კრედიტი /1525 სთ/
- არაქართულენოვანებისათვის 76 კრედიტი /1900 სთ/
პროგრამის ხანგრძლივობა
- ქართულენოვანებისათვის 50 კვირა (12 თვე)
- არაქარქართულენოვანი 70 კვირა (17 თვე)
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა. პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
- ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
- დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
- დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
- დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
- უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
- განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
- გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
- გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
- შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
- მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
იატაკისა და ფილის სამუშაოები (კოოპერაციული)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია იატაკისა და ფილის სამუშაოებში/ Basic Vocational Qualification in Floor and Tile Works.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
აპლიკანტთა შერჩევი ფორმა: მოტივაციური გასაუბრება
პროგრამის მოცულობა: ელექტროობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტა ჯამური რაოდენობა:
- ქართულენოვანი ჯგუფებისათვის 83 კრედიტი /2075 სთ/
- არაქარქართულენოვანი ჯგუფებისათვის 98 კრედიტი/2450 სთ /
პროგრამის ხანგრძლივობა
- ქართულენოვანი ჯგუფებისათვის 64 კვირა (16 თვე)
- არაქარქართულენოვანი ჯგუფებისათვის 84 კვირა (21 თვე)
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: „იატაკისა და ფილის სამუშაოებში“ საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია- გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: სხვადასხვა სახის იატაკის მომწყობი; მომპირკეთებელი; ფილის დამგები; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 43
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7123; 7131; 7125
პროგრამის მიზანი:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, კერძოდ იატაკისა და ფილის სამუშაოების კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.
სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
- მოამზადოს იატაკი და კედელი მოსაპირკეთებლად
- დაახარისხოს ფილები სხვადასხვა ფორმებად
- დაჭრას ფილები სხვადასხვა ფორმებად
- მოამზადოს დუღაბი და წებო-ცემენტის ნაზავი ფილებისა და მოზაიკური ფილების დასაგებად
- დააგოს მეტლახის, გრანიტის, ვინილის ტიპის, რბილი და სხვადასხვა ზედაპირის იატაკი
- განახორციელოს ბეტონისა და პოლიმერული სამრეწველო იატაკის მოჭიმვა
- დაამუშაოს გამშრალი დუღაბის და ქვიშა-ცემენტის ხსნარით დამზადებული იატაკი
- მოაწყოს ფილისქვეშა ჰიდროიზოლაცია
- მოაწყოს იატაკი ხის მასალისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი (კოოპერაციული)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში / Basic Vocational Qualification in Wall Covering Works
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
აპლიკანტთა შერჩევი ფორმა: მოტივაციური გასაუბრება
პროგრამის მოცულობა: ელექტროობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტა ჯამური რაოდენობა:
- ქართულენოვანი ჯგუფებისათვის 59 კრედიტი. /1475 სთ /
- არაქარქართულენოვანი ჯგუფებისათვის 74 კრედიტი. /1850 სთ /
პროგრამის ხანგრძლივობა
- ქართულენოვანი ჯგუფებისათვის 45 კვირა (11თვე)
- არაქარქართულენოვანი ჯგუფებისათვის 65 კვირა (16 თვე)
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: კედლის დაფარვის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების (კედელი, ჭერი და სხვ.) მომწყობი;
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 43
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7123; 7131; 7125
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, კედლის დაფარვის სამუშაოების მიმართულებით, კერძოდ თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.
სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
- შეასრულოს თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები
- განახორციელოს კარკასზე, კონსტრუქციაზე ფილების დამონტაჟება
- შეასრულოს შეკიდული ჭერებისა და მანსარდის სამონტაჟო სამუშაოებიუსაფრთხოების ნორმების დაცვით
- შეასრულოს ასაწყობი იატაკის სამონტაჟო სამუშაოები
- ააგოს მრუდწირული კონსტრუქციები.
კოოპერაციული/იმიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგის შეფასების წესი
- კოლეჯში მოქმედი საკრედიტო სისტემით, 1კრედიტი შეადგენს –25 ასტრონომიულ საათს;
- სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით (ჩათვლა);
ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
- შეფასება გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
- განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
- განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა;
- განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს სწავლის შედეგის მიღწევის განმეორებითი შეფასება ერთჯერ, წერილობით. განმეორებითი შეფასება შეიძლება განხორციელდეს სწავლის დასრულებამდე ორი კვირის ვადაში.
7. საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი შეფასების მოთხოვნა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით (განცხადება) მოდულის დადასტურების ორ კვირიანი ვადის არაუგვიანეს პირველ კვირაში.
- თუ მოდული არის სხვა მოდულზე დაშვების წინაპირობა, მაშინ განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს სწავლის შედეგი დაადასტუროს ორი კვირის ვადაში იმ მოდულის დაწყებამდე, რომელ მოდულზე დაშვების წინაპირობასაც წარმოადგენს აღნიშნული მოდული.
- შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პოროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის მიზნით, ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურებისას, ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულური პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა სასწავლო კურსის/მოდულის კრედიტების ათვისება.
- სწავლის შედეგი დადასტურებულად ითვლება, თუ შესაფასებელი პირი დადებითად შეფასდა შეფასების მიმართულებისა და კრიტერიუმის მიხედვით.
- სწავლის შედეგის დადასტურება ერთი პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ ხდება.
- შესაძლებელია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთდროულად დადასტურება.
121. პროფესიულ საგანმანათლბლო პროგრამაზე სწავლების დაახლოებით შუა პეროდში, როდესაც პროფესიულ სტუდნტს გავლილი ექნება მოდულების შესაბამისი სწავლის შედეგების არანაკლებ 40% და არაუმეტეს 60%, ჩატარდება შუალედური შეფასება, რომლის მიზანს წარმოადგენს პროფესიული სტუდენტის პროგრესის დადგენა სწავლის შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით და მისთვის აღნიშნულზე განმავითარებელი უკუკავშირის მიცემა.
122. შუალდური შეფასება არის სავალდებულო და შუალედურ შეფასებაში მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია პირზე კვალიფიკაციის მინიჭება.
123. დუალური ფორმით პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, შუალედურ შეფასებაზე დაშვების წინაპირობაა სრულფასოვნად შევსებული ჩანაწესრების ჟურნალი.
შეტანილია ცვლილება კოლეჯის დირექტორის 2023 წლის 31 იანვრის N9 „ო“ ბრძანებით.
124. შუალედური შეფასების ჩატარება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა აღემატება 75 კრედიტს.
შეტანილიაცვლილებაკოლეჯისდირექტორის 2023 წლის 07 აპრილის N 36 „ო“ ბრძანებით.
125. შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის სავალდებულოობა ვრცელდება 2024 წლის მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე.
შეტანილია ცვლილება კოლეჯის დირექტორის 2024 წლის 10 აპრილის N 33 „ო“ ბრძანებით.
- შეფასების ინსტრუმენტი უნდა შეესაბამებოდეს მოდულით განსაზღვრულ შედეგებს და შეფასების მიმართულებას.
- შესრულების მტკიცებულება წარმოადგენს შესაფასებელი პირის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის მატერიალური ან ციფრული სახით დადასტურებას.
- საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, მოდულის ქართული ენა A2 , საშუალო და უმაღლეს საგამნანათლებლო პროგრამებში ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებმაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვეს „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლით გათვალისწინებულ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულით“
დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, კოლეჯში/საწარმოში მისაღწევი სწავლის შედეგების შეფასება.
ა) სამუშაოზე დაფუძვნებული სწავლება, რომელიც მიიღწევა მოდულით გათვალისწინებული სასწავლო დატვირთვის 50% ან მეტი რეალურ სამუშაო გარემოში, კოლეჯში მისაღწევი სწავლის შედეგების შეფასება რეგულირდება ამ წესის მე-2 მუხლით.
ბ) საწარმოში მისაღწევი სწავლის შედეგები კი ფასდება შუალედური გამოცდისა და/ან პროფესიული სტუდენტის ჩანაწერების ჟურნალის (შეფასების მტკიცებულების) საფუძველზე. საწარმოში მიღწეული სწავლის შედეგისათვის პირს მიენიჭიბა სწავლის შედეგისათვის განსაზღვრული კრედიტი, მიუხედავად ამ სწავლის შედეგის მისაღწევად დახარჯული დროისა.
გ) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება ხორციელდება, სსიპ კოლეჯი „ერქვანი“-ს დირექტორის 2018 წლის 26 სექტემბრის N 67 „ო“ ბრძანებით დამტკიცებული წესის და ამ წესში 2020 წლის 17 ივნისის N 29 „ო“ ბრძანებით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.
შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემები/მტკიცებულებები ინახება 3 წელი, შეფასების უწყისები მუდმივად.