ჩვენი მისია
შრომის ბაზრის გაზრდილი და სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად ბენეფიციარებს, კოლეჯის მრავალპროფილურობის და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ასაკის შეუზღუდავად მისცეს შესაძლებლობა, დაეუფლონ პროფესიას, შეიცვალონ პროფესია ან აიმაღლონ კვალიფიკაცია პრინციპით: პროფესიული განათლება მთელი სიცოცხლის მანძილზე წარმატებული დასაქმებისათვის და ამით შეიტანოს თავისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ორგანიზაცის ხედვა
- რეგიონში, დაიკავოს და შეინარჩუნოს ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიცია
- მოამზადოს, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტები
- მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ინოვაციების დანერგვით, პროფესიული განათლების დონეზე
- ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და შეთავსებადობა.
ღირებულებები
- მაღალკვალიფიციური სპეციალისტი- წარმატებული მომავალი.
- პროფესიული განათლება მთელი სიცოცხლის მანძილზე, წარმატებული დასაქმებისა და კეთილდღეობისათვის.
- დასაქმებული, თვითრეალიზებული საზოგადოება და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო.
- სწავლების მაღალი ხარისხი, ორიენტირება სტუდენტებზე, დაინტერესებულ მხარეებსა და შრომის ბაზარზე.
- გუნდური მუშაობა, თანასწორობა, სამართლიანობა, საჯაროობა, პროფესიონალიზმი.
ორგანიზაცია მიზნის მისაღწევად
- ნერგავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული მომზადების პროგრამებს, პროფესიული გადამზადების პროგრამებს და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებს
- ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებს, ასევე ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
- უზრუნველყოფს კოლეჯში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით
- ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე
- ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას
- ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო- სამეწარმეო პარტნიორობას
- ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად
- ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას
- იკვლევს რეგიონის შრომის ბაზარს და განსაზღვრავს მოთხოვნად პროფესიებს
- თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
- ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას
- სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში ხელს უწყობს დამსაქმებლების ჩართულობას
- ნერგავს და კომპეტენციის ფარგლებში ავითარებს სასწავლო პროგრამებს
- ხელს უწყობს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.