კოლეჯის ისტორია

ქ. ამბროლაურში, 1981 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი. სხვადასხვა პერიოდის რეფორმების შედეგად რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება,  ფუნქცია და მდებარეობა:

1981-1982
წლები
დასაწყისი

ამბროლაურის №147 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1982-1984
წლები
საშუალო სასწავლებელი

ამბროლაურის №156 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1984-1990
წლები
საშუალო სასწავლებელი

ამბროლაურის №156  საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1990-1991
წლები
სასოფლო-სამეურნეო

ამბროლაურის  სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.

1991-2001
წლები
სასოფლო-სამეურნეო

ამბროლაურის №156 სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.

2001-2008
წლები
პროფესიული სასწავლებელი

ამბროლაურის პროფესიული სასწავლებელი.

2008-2011
წლები
ცენტრი

ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრი.

2011-2019
წლები
პროფესიული კოლეჯი

სსიპ პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“.

2019-დან
სსიპ კოლეჯი

სსიპ კოლეჯი „ერქვანი“.

    2018 წლის 20 სექტემბრის „საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“, შეცვლილი  საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, შეიცვალა წესდება (2019 წლის 19 ივნისი) და ჩამოყალიბდა სსიპ კოლეჯი „ერქვანი“, როგორც  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის  რეგიონის

 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. 

    აღნიშნული სასწავლებელი განთავსებული იყო მისთვის სპეციალურად აშენებულ იმ დროისთვის თანამედროვე შენობა ნაგებობაში, შესაბამისად ფლობდა საკმაოდ კარგ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ და იმ დროისთვის დამახასიათებელმა მოვლენებმა, თითქმის მთლიანად გაანადგურა აღნიშნული ბაზა. 1991 წლიდან  სასწავლებელმა  ფუნქციონირება გააგრძელა ამბროლაურის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ტერიტორიაზე გურგენიძის ქ. №10-ში (აღნიშნული ტექნიკუმი გაუქმდა 1989 წელს).

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიერ  2011 წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის სექტემბერში დასრულდა ახალი თანამედროვე ტიპის სასწავლო კორპუსის მშენებლობა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქ. N10-ში.

2020 წლის ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდა სასწავლო-სახელოსნოების მშენებლობა გურგენიძის ქ. №10-ში. შრომის ბაზრის მოთხოვნის და დასაქმების სფეროების შესაბამისად სასწავლებელი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებს, მომზადება/გადამზადების პროგრამებს. ასევე ახორციელებდა მოკლევადიან მომზადება/გადამზადების კურსებს  UNDP-ის და USAID-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით სხვადასხვა სფეროებში და პროფესიებში: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტურიზმი, ხელოვნება და სხვა.