პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამები

  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 4 მაისის N500153 და 2023 წლის 4 მაისის N500151 ბრძანებების შესაბამისად, დადასტურების გზით დამატებული აქვს და უფლება აქვს განახორციელოს ორი პროფესიული მომზადების პროგრამა:     

                                                       

  • თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი
  • კედლის და იატაკის მოპირკეთება ფილებით

 

 პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2022 წლის 27 მაისის N548045 და 2022 წლის 13 სექტემბრის N1058800,  გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამები:

 

  • სასოფლო სამეურნეო დანიშნულების თვლიანი ტრაქტორის ოპერატორი (T კატეგორია)
  • მარნის მასპინძელი

თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი

  1. პროგრამის მიზანი: პროფესიული მომზადების პროგრამის „თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი“, მიზანია კვაიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისათვის, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა ფორმის ზედაპირების ფართობების და მოცულობების განსაზღვრა, ასევეშეეძლბა ნიშნულების მონიშვნა კედლის კონსტრუქციის მონტაჟისათვის, კონსტრუქციის/კარკასის ელემენტების მონიშნულ ადგილებზე დამონტაჟება. ფილების/პანელების სამონტაჟო წებოთი მონტაჟის სამუშაოების განხორციელება, ნიშნულების განლაგება მოსაპირკეთებელ კედელზე. სამუშაოს შესრულების ხარისხის გაკონტროლება. შეკიდული ჭერების მოსაწყობად ნიშნულების აღება/მონიშვნა, კონსტრუქციის/კარკასის ელემენტების დამონტაჟება მონიშნულ ადგილებზე და ფილების დამონტაჟება კარკასზე, კონსტრუქციაზე.
  2. პროგრამის ხანგრძლივობა   –  15  კვირა
  3. დაშვების წინაპირობა  –   საბაზო განათლება
  4. აპლიკანტთა შერჩევი ფორმა  –   გასაუბრება
  5. დასაქმების შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ, პირი შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო კომპანიებში ან იყოს თვითდასაქმებული
  6.  სწავლის შედეგები:
  1.  სხვადასხვა ზედაპირების ფართობების და მოცულობების განსაზღვრა
  2. სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესის დახასიათება
  3. ნიშნულების მონიშვნა კედლის კონსტრუქციის მონტაჟისათვის
  4. კონსტრუქციის, კარკასის ელემენტების მონიშნულ ადგილებზე დამონტაჟება
  5. თაბაშირმუყაოს ფილების, პანელების დამონტაჟება სამონტაჟო წებოთი
  6. შეკიდული ჭერების მონტაჟის პროცესის დახასიათება
  7. ნიშნულების აღება-მონიშვნა
  8. კონსტრუქციის/კარკასის ელემენტების დამონტაჟება მონიშნულ ადგილებზე
  9. ფილების დამონტაჟება კარკასზე, კონსტრუქციაზე
  10. მანსარდის კარკასზე, კონსტრუქციაზე ფილების დამონტაჟება

პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრმის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.

კედლისა და იატაკის მოპირკეთება ფილებით

  1. პროგრამის მიზანი: პროფესიული მომზადების პროგრამის „კედლის და იატაკის მოპირკეთება ფილებით“, მიზანია კვაიფიციური კად-რების მიწოდება შრომის ბაზრისათვის, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა ფორმის, ზედაპირების ფართობების და მოცულობის განსაზღვრა, ასევეშეეძლბა ფილის საჭრელი იარაღების უსაფრთხო და სწორად გამოყენება, ფილის სწორხაზოვნად გაჭრა და მრუდწირულად და წრიულად ამოჭრა, მოსაპირკეთებელი კედლის და იატაკის ხარისხობრივი მაჩვენებლის შემოწმება და ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა, ნაზავების მომზადება, ნიშნულებისა და შუქურების მოწყობა- მობათქაშება, დუღაბის მოსაჭიმი იატაკის მოწყობა და ფილისქვეშა ჰიდროიზოლაციის გაკეთება, სედლის და იატაკის დაკვალვითი სამუშაოების წარმოება, ფილების კედელზე გაკვრა და იატაკზე დაგება და ნაკერების შევსება სხვადასხვა შემავსებლით.
  2. პროგრამის ხანგრძლივობა – 16  კვირა
  3. დაშვების წინაპირობა –   საბაზო განათლება (9 კლასი)
  4. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
  5. დასაქმების შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ, პირი შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო კომპანიებში ან იყოს თვითდასაქმებული
  6. სწავლის შედეგები:
  1. სხვადასხვა ზედაპირების ფართობების და მოცულობების განსაზღვრა
  1. ფილების დახასიათება
  2. ნიშნულების მონიშვნა კედლის კონსტრუქციის მონტაჟისათვის
  1. ფილის სწორხაზოვნად გაჭრა
  2. ფილის მრუდწირულად და წრიულად ამოჭრა
  1. კედლის და იატაკის ხარისხობრივი მაჩვენებლის დახასიათება
  1. ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა
  2. ნაზავების მომზადება
  3. ნიშნულებისა და შუქურების მოწყობა-მობათქაშება
  1. დუღაბის მოსაჭიმი იატაკის მოწყობა
  2. ფილისქვეშა ჰიდროიზოლაციის გაკეთება
  1. კედლის და იატაკის დაკვალვითი სამუშაოების წარმოება
  1. კედელზე ფილების გაკვრა
  2. შემაერთებელი რიგის გაკვრა
  3. იატაკზე ფილების დაგება
  4. ნაკერების შევსება სხვადასხვა შემავსებლით

 

პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრმის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.

სასოფლო სამეურნეო დანიშნულების თვლიანი ტრაქტორის ოპერატორი 

 (T კატეგორია) 

  1. პროგრამის მიზანი:

        პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რომელსაც ეცოდინება ტრაქტორების  კლასიფიკაცია, ტრაქტორების ძირითადი და დამხმარე ნაწილების დანიშნულება და შეეძლება მათი იდენტიფიცირება, ტრაქტორების ექსპლოატაციისა და ტექმომსახურების დროს დაიცავს უსაფრთხოების ტექნიკას, შეეძლება

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ტრაქტორის მართვა საგზაო მოძრაობის წესების დაცვით.

  1. პროგრამის ხანგრძლივობა – 6  კვირა
  1. დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება
  1. აპლიკანტთა შერჩევი ფორმა –გასაუბრება
  1. დასაქმების შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ,  პირს შეუძლია აღნიშნული მიმართულებით დასაქმდეს კერძო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს მიერ შექმნილ მექანიზაციის ცენტრებში, რაიონებში კერძო პირების მიერ შექმნილ ფერმერთა მომსახურების ცენტრებში, შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და სხვა 

6. სწავლის შედეგები:

  1. ტრაქტორების ზოგადი აგებულება და კლასიფიკაცია.
  2. ტრაქტორების ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები
  3. ტრაქტორების ტექნიკური მომსახურება
  4. ტრაქტორების ექსპლოატაცია და უსაფრთხოება
  5. ტრაქტორის ტარება.
  6. საგზაო მოძრაობის წესები.
  7. სამედიცინო დახმარება
  8. უსაფრთხო მოძრაობის საფუძვლები.
  9. ადმინისტრაციული კანონი.
  10. ეკო-მართვა.

პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერაღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრმის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.

მარნის მასპინძელი

  1. პროგრამის მიზანი:

პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს რეგიონის ძირითადი გეოგრაფიული და ისტორიული, ადმინისტრაციული, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხები. ძირითად ინფორმაცია მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ; ვაზის უმთავრეს საერთაშორისო და ქართულ ჯიშები და ადგილწარმოშობის დასახელებები სტილისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების მიხედვით.ასევე შეძლოს მარანსაა და საწარმოს ტერიტორიაზე ტურის მომზადება, და სტუმრების მასპინძლობა. გიდის ეთიკის ნორმების გამოყენება; ღვინის დეგუსტაციის ჩატარება, ღვინის სერვირება, ღვინის კერძთან შეხამება და ღვინის წარდგენა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

  1. პროგრამის ხანგრძლივობა – 16  კვირა
  1. დაშვების წინაპირობა –  საშუალო განათლება; ენის ცოდნა – ინგლისური ან რუსული ( B1)
  1. აპლიკანტთა შერჩევი ფორმა – გასაუბრება
  1. დასაქმების შესაძლებლობები:

    პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა და უნარები, გაიაროს საწარმოო პრაქტიკა და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით ღვინის საწარმოებსა და მცირე მარნებში.

6.  სწავლის შედეგები:

  1. რეგიონის ძირითადი გეოგრაფიული, ისტორიული, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სოციალური საკითხები.
  2. ძირითად ინფორმაცია მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ;
  3. ვაზის უმთავრესი საერთაშორისო და ქართული ჯიშები და ადგილწარმოშობის
  4. დასახელებები სტილისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების მიხედვით.
  5. გიდის საქმიანობისთვის საჭირო ყველა ძირითადი მახასიათებელი, ტურის მომზადება, ტურის გაძღოლა, მარანში მასპინძლობის საფუძვლები.
  6. გიდის ეთიკის ნორმების გამოყენება.
  7. ღვინის დეგუსტაციის ჩატარება, ღვინის სერვირება და ღვინის წარდგენასაერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრმის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.






პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის  N1243825 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამ

პროფესიული გადამზადების პროგრამა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გავრცელებული დაავადებების ამოცნობა და მათი მართვა

 

 

  1. პროგრამის მიზანი: პროფესიული გადამზადების პროგრამის „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გავრცელებული დაავადებების ამოცნობა და მათი მართვა მიზანია კვალიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისათვის, რომელსაც შეუძლია: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების პრევენცია, იდენტიფიცირებას და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების მართვაში და მკურნალობაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად.
  2. პროგრამის ხანგრძლივობა 8  კვირა
  3. დაშვების წინაპირობა –   სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
  4. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
  5. დასაქმების შესაძლებლობები: 08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
  6. სწავლის შედეგები:
  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების აღწერა
  2. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების იდენტიფიცირება
  3. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების პრევენცია
  4. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დაავადებების მართვა

 

 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01ოქტომბრის  N1243820 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამ

პროფესიული გადამზადების პროგრამა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნორმირებული კვება

 

 

პროგრამის მიზანი: პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია მეცხოველეობის სფეროში კვალიფიციური პირების გადამზადება და მიწოდება შრომის ბაზრისთვის, რომლებიც შეძლებენ: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნორმირებული კვებას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების სახეობების შეფასებას ხარისხის და უვნებლობის მიხედვით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნორმირებული კვებას მიმართულებების და რაციონის მიხედვით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენებას.

  1. პროგრამის ხანგრძლივობა 8  კვირა
  2. დაშვების წინაპირობა –   სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
  3. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
  4. დასაქმების შესაძლებლობები: 08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
  5. სწავლის შედეგები:
  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების აღწერა
  2. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მომნელებელი სისტემის აღწერა
  3. ხარისხის და უვნებლობის მიხედვით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების

სახეობების შეფასება

  1. მიმართულებების და რაციონის მიხედვით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის

ნორმირებული კვება

  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების დაცვა

 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის  N1243823 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამ

პროფესიული გადამზადების პროგრამა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის მართვა

 

 

  1. პროგრამის მიზანი: პროფესიული გადამზადების პროგრამის „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის მართვა“ მიზანია მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული პირების გადამზადება და კვალიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ფერმერული მეურნეობის მართვა მოწყობის ძირითადი პრინციპების და ფერმერული მეურნეობის დადგენილი სააღრიცხვო საქმიანობის წარმართვით, ფერმერული მეურნეობის ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხების და ფერმერული მეურნეობის მარაგების მართვა, საქმიანი ურთიერთობების დამყარება სახლმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან, შრომითი ურთიერთობების, სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენებით.
  2. პროგრამის ხანგრძლივობა8  კვირა
  3. დაშვების წინაპირობა –  სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
  4. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
  5. დასაქმების შესაძლებლობები:08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
  6. სწავლის შედეგები:
  1. 1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის მოწყობის ძირითადი

პრინციპების აღწერა

  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის სააღრიცხვო საქმიანობა
  2. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის ფინანსური და

ადმინისტრაციული საკითხების მართვა

  1. ფერმერული მეურნეობის მარაგების მართვა
  2. ფერმერული მეურნეობის საქმიანი ურთიერთობები ოფიციალურ სტრუქტურებთან

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის  N1243838 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამ

პროფესიული გადამზადების პროგრამა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება

 

  1. პროგრამის მიზანი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული პირების გადამზადება და კვალიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისთვის, რომლებიც ეძლებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებას უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესების შესაბამისად; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო ინვენტარისა და იარაღის გამოყენებას და მოვლა-შენახვას ინსტრუქციების მიხედვით; თანამედროვე ტექნიკისა და მეთოდების გამოყენებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაკეობის დიაგნოსტიკას და კონტროლს, თანამედროვე სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად.
  2. პროგრამის ხანგრძლივობა8  კვირა
  3. დაშვების წინაპირობა –  სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
  4. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
  5. დასაქმების შესაძლებლობები:08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
  6. სწავლის შედეგები:
  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების და ბიოლოგიური თავისებურებების აღწერა
  2. ხელოვნური განაყოფიერების გზით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამრავლების

მნიშვნელობის აღწერა

  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების ინვენტარის და

მასალების შერჩევა-მოვლა

  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის წარმართვა
  2. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაკეობის დიაგნოსტიკა და კონტროლი

 

 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის  N1245694 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამ

პროფესიული გადამზადების პროგრამა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის პირველადი დამუშავება

  1. პროგრამის მიზანი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული პირების გადამზადება და კვალიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისთვის, რომლებიც ეძლებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებას უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესების შესაბამისად; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო ინვენტარისა და იარაღის გამოყენებას და მოვლა-შენახვას ინსტრუქციების მიხედვით; თანამედროვე ტექნიკისა და მეთოდების გამოყენებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაკეობის დიაგნოსტიკას და კონტროლს, თანამედროვე სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად.
  2. პროგრამის ხანგრძლივობა8  კვირა
  3. დაშვების წინაპირობა –  სამუშაო გამოცდილება მეცხოველეობაში ან/და საკუთარი ფერმერული მეურნეობის მართვა, – 1 წელი
  4. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
  5. დასაქმების შესაძლებლობები:08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
  6. სწავლის შედეგები:
  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის ხარისხზე მოვლის და კვების ზეგავლენის

აღწერა

  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრანსპორტირება
  2. ხორცის პირველადი დამუშავებისას უვნებლობის და სამუშაო გარემოს მოწყობის

პრინციპების დაცვა

  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა
  2. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის შემდგომი ხორცის დამუშავება
  3. სასაკლაოს რეცხვა-დეზინფექციის გენერალური პროცედურების განხორციელება

 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის  N1243842 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამ

პროფესიული მომზადების პროგრამა მეცხოველეობა-მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვა

 

  1. პროგრამის მიზანი: „მეცხოველეობა-მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვა“ – პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მეცხოველეობის სფეროსთვის კველიფიციური პირების მომზადება და მიწოდება შრომის ბაზრისთვის, რომლებიც შეძლებენ: მოუარონ, გამოკვებონ და შეაჯვარონ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მრპ) სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი მეთოდებით; დაეხმარონ, რათა შეუნარჩუნონ მათ ჯანმრთელობა და მოამზადონ მოკვდინებისთვის. პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ, რეგულარულად შეამოწმონ ცხოველების ჯანმრთელობა და მიიღონ ზომები მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ცხოველების კეთილდღეობის დაცვით.
  2. პროგრამის ხანგრძლივობა36  კვირა
  3. დაშვების წინაპირობა საშუალო განათლება
  4. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
  5. დასაქმების შესაძლებლობები:08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო) 081 – სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)

სწავლის შედეგები:

  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა
  2. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომის მოწყობა
  3. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვება
  4. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მეთვალყურეობა ესტრუსის ციკლიდან მშობიარობამდე
  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება ხორცის წარმოების მიზნით
  2. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების ამოცნობა და მართვა
  3. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება
  4. მინდვრის და საძოვრების მართვა
  5. საკვების შენახვა
  6. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელის გამოყენება

 

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2024 წლის 07 „ოქტომბრის  N1284738 გადაწყვეტილებებით უფლება აქვს მოპოვებული განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამ

პროფესიული გადამზადების პროგრამა ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი

 

  1. პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, ჰიდროელექტროსადგურების მოთხოვნების გათვალისწინებით, მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელიც მიიღებს ცოდნას და გამოუმუშავდება პრაქტიკული უნარები. კერძოდ მსმენელები გაეცნობიან ელექტრო ენერგეტიკულ სისტემებს, ჰიდროელექტროსადგურების მუშაობას, შეძლებენ ჰესზე მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიდრავლიკური კონსტრუქციებისა და ჰიდრომექანიკური აღჭურვილობის და ელექტრომოწყობილობის განსაზღვრას, ჰესზე ოპერირებას.
  2. პროგრამის ხანგრძლივობა28  კვირა
  3. დაშვების წინაპირობა –  საბაზო
  4. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა – გასაუბრება
  5. დასაქმების შესაძლებლობები:07 – ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (ფართო სფერო)

სწავლის შედეგები:

  1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მიმოხილვა
  2. ჰიდროელექტროსადგურების მუშაობის კონცეფციის აღწერა
  3. უსაფრთხოების ნორმების დაცვა ჰესზე მუშაობისას
  4. სხვადასხვა ტიპის ჰესებისა და ჰიდროტურბინების აღწერა, მათი გამოყენება
  5. ჰიდრავლიკური კონსტრუქციებისა და ჰიდრომექანიკური აღჭურვილობის და ელექტრომოწყობილობის მიმოხილვა
  6. ჰესზე დამხმარე სისტემების აღწერა
  7. ჰესის ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება, ჰესზე საოპერაციო საგანგებო სიტუაციების მართვა
  8. რბილი უნარების განვითარება

 

პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის მსმენელთა შეფასების    მეთოდოლოგია

 

  1. პროფესიული მომზადება/გადამზადებისპროგრამების მსმენელთა შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგ ორი ტიპის შეფასებას:
  • სწავლის შედეგი დადასტურდა
  • სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა
  1. გამოუცხადებლობის ან უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მსმენელს უფლება აქვს მოითხოვოს სწავლის შედეგის მიღწევის განმეორებითი შეფასება ერთჯერ, წერილობით. განმეორებითი შეფასება შეიძლება განხორციელდეს პროგრამის სასწავლო პროცესის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

21. „თუ შედეგი  არის  სხვა  შედეგზე  დაშვების  წინაპირობა,  მაშინ  განმსაზღვრელი  შეფასებისას  უარყოფითი  შედეგის  მიღების  შემთხვევაში,  მსმენელს  უფლება  აქვს  სწავლის  შედეგი  დაადასტუროს  5-ხუთი  სამუშაო  დღის  ვადაში  იმ  შედეგის  დაწყებამდე,  რომელ  შედეგზე  დაშვების  წინაპირობასაც  წარმოადგენს  აღნიშნული  შედეგი“

  შეტანილია  ცვლილება  კოლეჯის  დირექტორის  2023  წლის  10  მაისის  N 44 „“  ბრძანებით.

  1. განმეორებითი შეფასების მოთხოვნა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით (განცხადება) შედეგის დადას-ტურების 5 დღიანი ვადის პირველ 3 დღეში.
  2. აღნიშნულ ვადაში შესაბამისი შედეგის დაუდასტურებლობის ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მსმენელი ვერ იღებს უფლებემოსილი დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს-სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს პირის მიერ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევას.

      5. სწავლის შედეგების შეფასება განხორციელდება პროფესიული მომზადება/ გადამზადების პროგრამების შესაბამისად. შეფასება შესაძლებელია როგორც  ყოველი სწავლის შედეგის ბოლოს,  ასევე პროგრამის დასრულებისას, თუ ის      არ წარმოადგენს სხვა შედეგის წინაპირობას.

  1. შეფასების მიმართულებები/შეფასების მეთოდები მოცემულია შესაბამის პროფესიულ მომზადე-ბა/გადამზადების პროგრამაში.
  2. იმ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებში, რომლის ზოგიერთი სწავლის შედეგი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში (სასწავლო საწარმოშო/კომპანიაში) მისაღწევი სწავლის შედეგის შეფასებას ახორციელებს გამოყოფილი ინსტრუქტორი.
    8. პროგრამის განმახორციელებელი/ინსტრუქტორი შეფასებასთან დაკავშირებულ მონაცემებს/მტკიცებულებებს  და მათ საფუძველზე შედგენილ უწყისებს, პროგრამის დასრულებიდან არაუმეტეს 2 კალენდარული დღისა, გადასცემს კოლეჯის ზრდასრულთა  განათლების  კოორდინატორს.

   შეტანილია  ცვლილება  კოლეჯის  დირექტორის  2023 წლის 16  ივნისის  N 57 „ბრძანებით.

  1. შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემები/მტკიცებულებები ინახება 3 წელი, შეფასების უწყისები მუდმივად.